ინ ვიტრო განაყოფიერება და თანმხლები სუროგაცია-დონაციის პროგრამები, ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის. საერთაშორისო პროგრამის დახმარებით, საშუალება გეძლევათ ჩვენს კლინიკაში  ჩაიტაროთ მაღალი ხარისხის მკურნალობა, უახლესი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენი ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა მოწინავეა თავის სფეროში. მისი გამოცდილი გუნდი მზადაა დაეხმაროს უცხოელ პაციენტებს კვალიფიციური, ხარისხიანი და წყვილზე ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის შერჩევაში.

საერთშორისო პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რათა გონივრულ ვადებში აღმოგიჩინოთ სათანადო სამედიცინო მომსახურება. გეძლევათ საშუალება წინასწარ ჩატარდეს სატელეფონო გასაუბრება პირადად თქვენთან, თქვენს წარმომადგენელთან ან ადგილობრივ მკურნალ ექიმთან. უმჯობესია თუკი შეძლებთ უკვე ჩატარებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩანაწერების გადმოგზავნას ელ-ფოსტით მისამართზე junonainvitro@gmail.com ან შეავსებთ რეგისტრაციის ფორმას ვებ გვერდზე. შედეგად უშუალოდ მიიღებთ პასუხს თქვენი პრობლემის სპეციფიკისა და შესაძლო მკურნალობის თაობაზე.

საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორი დაკავშირებისას გულდასმით აგიხსნით თქვენი მკურნალობის დეტალებს და მოგაწვდით ინფორმაციას სერვისის ღირებულებაზე. თუკი თქვენ გადაწყვეტთ, არჩევანი შეაჩეროთ ჩვენს ინ ვიტრო პროგრამაზე, მოგეცემათ საშუალება გაესაუბროთ მკურნალ რეპროდუქტოლოგს.  ვიზიტამდე მკურნალი ექიმი  გაეცნობა თქვენს ისტორიას, თქვენს ხელთ არსებულ კვლევის შედეგებს. შესაძლოა რეპროდუქტოლოგმა მოითხოვოს დამატებითი კვლევები, მაგ.: სპეციფიური სისხლის ანალიზები, ულტრაბგერითი კვლევა, სპერმის ანალიზი; შედეგად შეირჩევა მკურნალობა, შესაძლებელია IVF + ICSI–სთან ერთად, ან საჭირო გახდეს დონაცია და/ან სუროგაცია.

შემდგომ ეტაპზე თქვენ გადმოგეგზავნებათ თანხმობის ფორმები გასაცნობად და ხელმოსაწერად, ასევე მედიკამენტების ნუსხა და მკურნალობის განრიგი.

საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორთან გექნებათ კონტაქტი, რათა მოაგვაროთ მედიკამენტების შეძენის, ინექციების გაკეთების (ექთნის მიერ), თანხების გადმორიცხვის საკითხები. ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში დაგჭირდებათ სამედიცინო სამოგზაურო ვიზა; შესაბამისი მოწვევისა და სხვა ფორმალობების მოგვარებაში დაგეხმარებათ ჩვენი კოორდინატორი, ის ასევე შეგარჩევინებთ სხვადასხვა ბიუჯეტის საცხოვრებელს, მათ შორის კლინიკასთან ახლოს.

იმისათვის რომ ხანგრძლივად არ მოგიწიოთ საქართველოში დაყოვნება, შესაძლებელია ტაბლეტების მიღება ან ინექციები დაიწყოთ სამშობლოშივე ადგილობრივი ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ, ასეთ შემთხვევაში თქვენ საქართველოში გაჩერება მოგიწევთ დაახლოებით 15-20 დღე სრული ინ ვიტრო მომსახურებისთვის.

ალტერნატიულად, თუკი გექნებათ სურვილი საქართველოში გაიაროთ სრული ინვიტრო ციკლი, მაშინ გაცილებით დიდ ხანს მოგიწევთ ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, დაახლოებით 25-30 დღიდან 45-60 დღემდე, მეუღლეს შეუძლია დატოვოს გაყინული სპერმა. ორსულობის მაჩვენებელი ახალი და გაყინული სპერმით ერთიდაიგივეა.

როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მზადებას იწყებთ თქვენს ქვეყანაში, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამობრძანდეთ ფოლიკულების მონიტორირებისათვის და მკურნალობის ფინალური ფაზისათვის, რომელიც მოიცავს ფოლიკულების ტრანსვაგინალურ ასპირაციას, კვერცხუჯრედების განაყოფიერებას ICSI მეთოდით, ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში.

ჩამოსვლისთანავე, თქვენ გეძლევათ საშუალება შეხვდეთ თქვენს რეპროდუქტოლოგსა და მედდას, რომლებიც განახორციელებენ აქტიურ მონიტორირებას ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ყველა ეტაპზე.

ემბრიონის გადატანიდან რამდენიმე დღეში შეგეძლებათ სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ხანგრძლივ წოლით რეჟიმს.

გამგზავრების შემდგომაც გრძელდება პაციენტზე ზრუნვა და აქტიური კონტაქტი წყვილთან. ხელზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია ჩატარებული მკურნალობის თაობაზე, ასევე შემდგომი დანიშნულება, რომლითაც შეუძლია იხელმძღვანელოს ადგილობრივმა ექიმმა.

ემბრიონის გადატანიდან 2 კვირაში კეთდება სისხლის ტესტი ორსულობაზე. რის შემდეგაც კვლავ უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს საქართველოში და გაუზიაროთ ტესტის შედეგები. თქვენი პროგრამის კოორდინატორი განაგრძობს თქვენთან ურთიერთობას ორსულობის ადრეული ეტაპის განმავლობაში; ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - დაგეხმარებათ მკურნალობის შემდგომი ეტაპის დაგეგმვაში.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩატარებული ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დარჩენილი ემბრიონები შესაძლებელია გაიყინოს და მოგვიანებით მოხდეს მათი გადატანა საშვილოსნოს ღრუში, ე.წ. გამოყინული ემბრიონების გადატანის ციკლში.

ვიმედოვნებთ,რომ მიღებულმა ინფორმაციამ ნაწილობრივ მაინც გასცა პასუხი თქვენს კითხვებს.